"ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტს ლიეტუვიდან ვიწყებ" - პრეზიდენტი ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს - სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მისი პირველი გაჩერება ლიეტუვა იქნება.
ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტს ლიეტუვიდან ვიწყებ - ქვეყნიდან, რომელიც ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით ჩვენს ევროპულ გზაზე. მადლობელი ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენს ბრძოლაში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის". - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბალტიის რეგიონში გაემგზავრა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ის ვიზიტით ვილნიუსს, რიგასა და ტალინს ეწვევა და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე და პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.