გერმანიამ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

24.03.25 22:06
გერმანიამ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

გერმანიამ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე წერს

დიპლომატიური უწყების ცნობით, გერმანიამ შავ სიაში შეიყვანა ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე. 

დღეიდან დასანქცირებულ პირებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ მოხვდა სანქციათა სიაში. 

თითქმის 3 თვეა ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი მომავლისთვის ევროკავშირში და აპროტესტებს ხელისუფლების კურსს. დაშინება, დაკავება და ძალადობა გრძელდება. დღეს, გერმანიამ შემოიღო დამატებითი აკრძალვები ქართველი მაღალჩინოსნების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, რომლებიც ხალხის დარბევაზე არიან პასუხისმგებელნი", - წერია განცხადებაში.