სალომე ზურაბიშვილი ხვალ ლიეტუვის პრეზიდენტს და სეიმის თავმჯდომარეს შეხვდება

24.03.25 23:25
სალომე ზურაბიშვილი ხვალ ლიეტუვის პრეზიდენტს და სეიმის თავმჯდომარეს შეხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 25 მარტს, ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედასა და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარეს, საულიუს სკვერნელისს შეხვდება.

პრეზიდენტი ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სეიმის პლენარულ სხდომაზეც. 

ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ცენტრის (GSSC) მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში.

ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.

მსგავსი სიახლეები