პრეზიდენტი: ის, რაც საქართველოში ხდება, დიდი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანი, შავი ზღვის რეგიონიდან ნატოს გაძევებაა
"ის, რაც საქართველოში ხდება, ეს დიდი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანი შავი ზღვის რეგიონიდან ნატოს გაძევება და საფრთხის შექმნაა ამბიციური პროექტებისთვის" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვის პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპამ ახლა უნდა იმოქმედოს:
ეს არ არის მხოლოდ დემოკრატიის ჩამოშლა, ეროზია, ეს არის მისი სისტემური განადგურება. არანაირი თავისუფალი ინსტიტუტი არ დარჩა. ერთპარტიული მმართველობაა დამყარებული. ეს არის მთელი ევროპისთვის გამოცდა.
ეს უფრო დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც ორკესტრირებულია რუსეთის მიერ და მისი მიზანია, შავ ზღვაზე, კავკასიის რეგიონში კონტროლის დამყარება.
ჩვენი მცდელობა, რომ შევქმნათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ჩაშლილია. ამ პროექტში ჩინეთი ხდება წამყვანი. შედეგები შეიძლება შეუქცევადი გახდეს. ირანის ინტერესებიც ძლიერდება.
თუ საქართველო დაბრუნდება რუსეთის გავლენის სფეროში, ეს კავკასიას მოწყვეტს ევროპისგან.
ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს, თუ დავუშვებთ საქართველო ისევ რუსეთის ხელში აღმოჩნდეს, ეს მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის არ იქნება ტრაგედია, ეს იქნება სტრატეგიული კატასტროფა ევროპისთვის და დაამტკიცებს, რომ რუსეთს აღარ სჭირდება სამხედრო შეჭრა, არამედ შეუძლიათ ჰიბრიდული ომი, არჩევნებში ჩარევა. ის ამ მეთოდებს საქართველოში ცდის. რუსეთი ეცდება იგივე გააკეთოს მოლდოვაში, რუმინეთში"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.