ევროპული სანქციები ახალი არჩევნების დანიშვნის წინაპირობა უნდა იყოს - ზურაბიშვილი

25.03.25 14:46
ევროპული სანქციები ახალი არჩევნების დანიშვნის წინაპირობა უნდა იყოს - ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროპას მოქმედებისკენ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მიღებული რუსული სტილის კანონებზე ევროპის მიერ საპასუხო ზომები უნდა იქნას მიღებული. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორები კარგად უნდა დააკვირდნენ იმ ფინანსურ სქემებსაც, რომლითაც რეჟიმი ფინანსდება. 

ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მიღებული კანონები, რომელიც ევროპის ყურადღების მიღამა დარჩა, ხელს აძლევს ოლიგარქებს, რომ ვითარება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ.

ტემპი, რომლითაც რუსული სტილის კანონები მიიღეს, ეს მიდგომა უნდა იყოს შესწავლილი ევროპის მიერ და მათ უნდა შეიმუშაონ საპასუხო სტრატეგია. ამიტომ ლიეტუვის და ჩვენი ტრადიციული მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

ოფშორების კანონი ევროპის ყურადღების მიღმა დარჩა. სინამდვილეში, ეს კანონი საქართველოს ნაცრისფერ ზონად აქცევს, რაც ხელს აძლევს ოლიგარქებს, რომ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ ვითარება. რაც შეეხება სანქციებს, იქნება ეს ეროვნული თუ კოლექტიური ევროპის მხრიდან, მნიშვნელოვანია, რომ სანქციები  უნდა იყოს დიდი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი და ის უნდა ეფუძნებოდეს წინაპირობებს. მაგალითად, ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხს. დრო იწურება და ახალი კანონები უფრო კეტავს გზებს, ახალი რესურსები უნდა იპოვოთ.   ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საკითხი, ევროპის სტრატეგიული საკითხია. თუ ევროპას არ შეუძლია მხარდაჭერა აღმოუჩინოს პატარა ქვეყანას, რომელსაც ევროპული ინტეგრაცია უნდა, ეს ნიშნავს, რომ ევროპას ბევრად უფრო დიდი პრობლემა აქვს", - თქვა ზურაბიშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები