სალომე ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას ხვდება
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას ხვდება.
საქართველოს ემხუთე პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა
უკვე გამართა ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რადვილე მორკუნაიტესთან და დეპუტატებთან.

მანამდე სალომე ზურაბიშვილი სიტყვით სეიმის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა.

ვილნიუსში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ცენტრის (GSSC) მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში.
დაგეგმილია ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.