რა გავლენა ჰქონდა ივანიშვილს ყოფილ ხელისუფლებაზე - დაიბარებს თუ არა “ოცნება“ ოლიგარქს

25.03.25 18:32
რა გავლენა ჰქონდა ივანიშვილს ყოფილ ხელისუფლებაზე - დაიბარებს თუ არა “ოცნება“ ოლიგარქს

რა გავლენა ჰქონდა ივანიშვილს ყოფილ ხელისუფლებაზე - დაიბარებენ თუ არა ოლიგარქს გამოკითხვაზე-“ოცნების“ დეპუტატების მტკიცებით, ის მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ისეთ რეფორმებს, როგორიც იყო პატრულის, ჯარის და ა.შ. და ის ჩართული არ იყო “ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაში. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ ივანიშვილი ამ კომისიის ინტერესში არ ჯდება.

ასევე კითხვაზე,რატომ არ მოხდა ამ საქმეების გამოძიება 12 წლის განმავლობაში, “ოცნების“ დეპუტატებს  კონკრეტული პასუხები არ ჰქონიათ.

თუ კი ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა ხელისუფლებას იმისთვის, რათა ჰქონოდა მაღალი დონის, მაღალი სტანდარტის პოლიცია ან ჯარი, თუ კი ეხმარებოდა, იმას რომ საქართველოში ეროვნული კულტურის ძეგლები არ დაკარგულიყო და არ ჩამოშლილიყო - დანგრეულიყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი კონკრეტულ ადამიანს ჩაგრავდა ან თავის ბანკში მიიყვანდა - ტყავს გააძრობდა და ჩააბარებდა საწამებლად.

ადამიანმა პასუხი უნდა გასცეს კონკრეტულ საკითხს, კონკრეტულ შეკითხვას, ჯერ მე დამიბარე და მერე ის დაიბარე, ეს არის, პასუხისმგებლობიდან თავის დაძვრენის თაღლითური გზა“, - ამბობს ვოლსკი. 

ბატონი ბიძინა ივანიშვილი მაგალითად - აფინანსებდა პატრულის რეფორმას, ხომ აფინანსებდა... მაგალითად აფინანსებდა ისეთ რეფორმებს, რაც, რა თქმა უნდა, ხალხისთვის იყო ხელშესახები და საჭირო, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავს გავიდა ნაციონალური მოძრაობა ადამიანის უფლებები საერთოდ რომ არ აინტერესებდა და პირდაპირ ავტოკრატიულ რეჟიმს რომ დაემსგავსა, მას შემდეგ, ყოველგვარი კონტაქტი იყო გაწყვეტილი, შესაბამისად, საგამომძიებლო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, იმ პირების დაბარების თაობაზე, რომელსაც ჩათვლის მიზანშეწონილად. ცხადად არის რომ არსებობს სისხლის სამართალ კოდექსის 349 მუხლი, სადაც წერია რომ საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ძალიან მარტივად აქვთ ახლა საქმე, მერე არ აღმოჩნდეს ისე, რომ თუ დაიწყება, ეს, რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია - სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილება იქნება,  დაიწყება თუ არა, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი წარმოება, მაგრამ თუ დაიწყება, მერე არ დაიწყოთ საუბარი და ვაი და ვიში არ ატეხოთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხდებაო, - აცხადებს არჩილ გორდულაძე. 

კომისიის სხდომა ხვალ განახლდება, და სავარაუდოდ, ხვალ მიიღებენ გადაწყვეტილებას ბადრი ჯაფარიძის არ გამოცხადებასთან დაკავშირებით.

“ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ ეს კომისია შეიქმნა პოლიტიკური დევნისთვის ოპონენტების წინააღმდეგ, სხვა შემთხვევაში საქმეები, რომლებსაც დღეს აცოცხლებენ, აქამდე უკვე უნდა  დასრულებულიყო.

 

მსგავსი სიახლეები