"საქართველოს კაპიტალის" დირექტორი ივანიშვილის პრემიერს შეხვდა

25.03.25 17:59
"საქართველოს კაპიტალის" დირექტორი ივანიშვილის პრემიერს შეხვდა

"საქართველოს კაპიტალის" აღმასრულებელი დირექტორი ივანიშვილის პრემიერს შეხვდა - ინფორმაციას და ფოტოებს ირაკლი კობახიძის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ირაკლი გილაურის გარდა, ადმინისტრაციის მიერ ფოტოებზე „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს სხვა წევრებიც ჩანან. 

ირაკლი კობახიძის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის სატრანზიტო როლს და დაკავშირებადობის ფუნქციას. 

მთავრობის მეთაური „საქართველოს კაპიტალის“ აქციონერთა წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვაზე ეკონომიკის გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რაც ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. 

„საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო, უშუალოდ პრემიერ-მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე.

მსგავსი სიახლეები