"ოცნების" მძიმე გაზაფხული - ევროპის ლიდერმა სახელმწიფომ რეჟიმს საზღვრები ჩაუკეტა
ივანიშვილის პრორუსულ რეჟიმს სანქციები ევროკაშირის ლიდერმა სახელმწიფომ დაუწესა. გერმანიის მთავრობამ ივანიშვილის რეჟიმს ქართველი ხალხის წამება არ აპატია და ხალხის ცემის, მომიტინგების დარბევის და ადამიანების წამების ბრძანების გამცემი და შემსრულებელი პირები დაასანქცირა.
"ქართულ ოცნება" ახლა სრულ აგონიაშია. ვის მოაბრუნებენ ევროკაშირის საზღვრის კვეთის დროს უკან, არავინ იცის. ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის შემდეგ, გერმანია მეოთხე სახელმწიფოა ევროკაშირში, ვინც "ოცნებას" პასუხისმგებლობა ადამიანის წამებაზე დააკისრა და ქვეყნის საზღვრები ჩაუკეტა.
გერმანია ევროკაშირის ლიდერი სახელმწიფოა. გერმანიაში სანქცირებული პირი, პარქტიკულად, ყველგან სანქცირებულია და თუ არ არის, დიდი ალბათობით, მალე დასანქცირდება.
განცახდებაში, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ დასანქცირდა ხალხის წამებაში მხილებული ყველა პირი. ეს რეპრესიები კი ვახტანგ გომელაურმა განახორციელა. სწორედ, ამიტომ, გერმანიის სანქციები განსაკუთრებით მძიმე გომელაურისთვის არის. მისი ქალიშვილი, ანა გომელაური წლების განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა და საქართველოს საელჩოში თანმდებობას იკავებდა. ანა გომელაური გერმანიაში საქართველოს ელჩის პირველი მდივნის პოზიციაზე 2021 წელს დანიშნეს, ისე, რომ დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონია.
არის თუ არა ძალადობაში მხილებული მინისტრის ქალიშვილი საელჩოს თანამშრომელი, ამ კითხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ არა, თუმცა შესაძლოა ანა გომალური, ამ დრომდე ინარჩუნებდეს მჭიდრო კავშირებს გერმანიასთან და იქ ქონებასაც ფლობდეს.
საქართველო გახდა კანდიდატის სტატუსის მქონე პირველი სახელმწიფო და პირველი პარტნიორი გერმანიისა, რომელსაც სანქციები დაუწესეს და ადამიანების წამებაში ამხელენ. გერმანიის სანქციების სიაში მხოლოდ ავტოკრატებს ვნახავთ, თუმცა, ახლა მათ გვერდით საქართველოც დადგა.
ივანიშვილის რეჟიმის სანქცირება, გერმანიის ახალ კანცლერთან შეთანხნებთ მიიღეს. შოლცისა და მერცის გუნდები თანხმდებიან, რომ სანქციების გარდა სხვა გზა "ოცნების" რეჟიმის შესაჩერებლად აღარ არსებობს.
გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ამბობს, რომ გერმანიის მთავრობა "ქართულ ოცნებაში" პარნტიორს ვეღარ ხედავს და მათთან საუბრის დროს ყველა დიპლომატიური ბერკეტი ამოწურა, რასაც უმკაცრესი ზომები მოჰყვა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.