რეჟიმის მიერ დაანონსებული დაკავებების ახალი სერია - წულუკიანი ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ციხით ემუქრება

25.03.25 20:27
რეჟიმის მიერ დაანონსებული დაკავებების ახალი სერია - წულუკიანი ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ციხით ემუქრება

რეჟიმის მიერ დაანონსებული დაკავებების ახალი სერია - წულუკიანი მამუკა ხაზარაძეს ციხით ემუქრება. ოლიგარქის მსახური წყობიდან "ძლიერი საქართველოს" ლიდერების ბოიკოტმა გამოიყვანა. ხაზარაძე და ჯაფარიძე რეჟიმის კომისიის სხდომაზე არ მივიდნენ, რადგან არც ოლიგარქის პარლამენტს აღიარებენ და არც პოლიტიკური ოპონენტების გასაშავებლად შექმნილ კომისიას. 

წულუკიანს კი პოლიტიკური სპეცოპერაცია თვალსა და ხელს შუა ჩამოეშალა. რეპრესიებისთვის შექმნილ კომისიაზე დღეს მოვლენები რეჟიმისთვის არასასიამოვნოდ განვითარდა. კაცმა, რომელსაც წულუკიანის გათვლებით,  ხაზარაძე-ჯაფარიძე უნდა ემხილებინა, ჩვენება, პრაქტიკულად, "ოცნების" წინააღმდეგ მისცა. 

ჯემალ ლეონიძე შპს "მაგნატის" მესაკუთრეა. მან ქონება 2008 წელს დაკარგა და მომდევნო წელს საპატიმროშიც მოხვდა. ის პოლიტიკური პატიმრის სტატუსით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა სამართალი ჯერ ისევ ვერ იპოვა. ამბობს, რომ ქონების უკანონო ჩამორთმევის შესახებ მტკიცულებები დიდი ხანია პროკურატურის ხელშია, თუმცა შოთაძის უწყებამ საქმე თაროზე შემოდო.

ჯემალ ლეონიძე "ქართულ ოცნებას" დღეს გაახსენდა. თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიამ წინა ხელისუფლების საქმიანობის შესწავლის მიზნით გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა ის არ მოხდა, რასაც "ოცნება" ელოდა. ბიზნესმენი არ მორიდებია ეთქვა, რომ არც პროკურატურა, არც სასამართლო, არც სამხარაულის ექსპერტიზა და არც თბილისის მერია სამართლის პოვნაში არ დახმარებია. 

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი, რომლის გადაწყვეტილებაც წინა ხელისუფლების დროს ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის ბიზნესი შეიწირა, "ქართულმა ოცნებამ" დააწინაურა და საქართველოს მთავარ სასამართლოში გაამწესა. ქოჩიაშვილი ახლა უზენაეს სასამართლოს უვადო მოსამართლეა, ეს კი ნიშნავს, რომ მისი სიტყვა საბნოლოა და გვასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

ჯემალ ლეონიძის საქმეში ის ერთადერთი არ არის, ვის გამოც ჯემალ ლეონიძემ სამართალი ვერც 2012 წლის შემდეგ იპოვა. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები