ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ უხსენებია
საქართველო ევროკავშირში გაწევრინების პრერსპექტივის მიღმა რჩება-დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ის ქვეყნები ჩამოთვალა, რომელსაც ევროკავშირში ელოდებიან. ამ ქვეყნებს შორის არიან უკრიანა, მოლდოვა, ბალკანეთი, რაც შეეხება საქართველოს- ანტონიო კოშტას არც კი უხსენებია.
კოშტას თქმით, “გაფართოება არის საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიცია, რომლის განხორციელებაც ევროკავშირს შეუძლია.“
მტკიცედ ვმუშაობთ გაფართოების საკითხზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან. გაფართოება საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიციაა, რომლის გაკეთება ევროკავშირს შეუძლია. სწორედ ამიტომ ოთხ თვეში უკრაინას ორჯერ ვეწვიე. სწორედ ამიტომ ვეწვიე მოლდოვას მარტის დასაწყისში და მიმდინარე წელს ორმხრივ სამიტს მოვიწვევთ. სწორედ ამიტომ პირველი სამიტი, რომელსაც თავმჯდომარეობდი, დასავლეთ ბალკანეთთან იყო, რეგიონთან, რომელსაც მაისში ვეწვევი," - ამბობს ანტონიო კოშტა.