“ოცნების“ მთავარი მიზანია, ამ კომისიის ფორმირებით, საზოგადოებას გარკვეული სანახაობა შესთავაზონ -ლილუაშვილი
ეს არის ინსტრუმენტი რეჟიმის ხელში, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს სხვადასხვა ფორმით ებრძოლოს,- ასე აფასებს “ოცნების“ მიერ, საგამოძიებო კომისიის შექმნას “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი გადაცემა “რეაქციაში“ საუბრისას.
მისი თქმით, “ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკური ოპონენტის, ადამიანის, მოქალაქის წინააღმდეგ არის მიმართული, არის ერთი ნაბიჯი წინ გადადგმული თვითლიკვიდაციისაკენ.“
“ოცნების“ მთავარი მიზანია, ამ კომისიის ფორმირებით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შესთავაზონ გარკვეული სანახაობა.
შეუძლებელია ვისაუბროთ გამოძიებაზე, სამართლიანობის აღდგენაზე, როდესაც “ოცნების“ “ნაცები“ ცდილობენ გაასამართლონ, “სააკაშვილის ნაცები“.
საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის არა სამართლიანობის დასადგენად შექმნილი საკითხი, არამედ, კიდევ ერთხელ წინა რეჟიმის შიშების გაღვივება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოფილ ჩინოვნიკებს, რომლებიც მათ რიგებში არიან ახლა, ამ ადამიანებსაც დააკისრონ ჩვენების მიცემის ვალდებულება, სხვა შემთხვევაში ეს არის ფარსი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.