პოლიტიკური სიბეცის ეტალონია კალაძეც და ყველა ის ადამიანი, რომელიც საზოგადოებას ამ სიბინძურეს აჩეჩებს სახეში- ბუაძე “ოცნების“ კომისიაზე

25.03.25 23:27
პოლიტიკური სიბეცის ეტალონია კალაძეც და ყველა ის ადამიანი, რომელიც საზოგადოებას ამ სიბინძურეს აჩეჩებს სახეში- ბუაძე “ოცნების“ კომისიაზე

ამორალური პოლტიკური სიბეცის ეტალონია კალაძეც და ყველა ის ადამიანი, რომელიც საზოგადოებას ამ სიბინძურეს აჩეჩებს სახეში, - ასე აფასებს “ოცნების“ მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნას "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე.

ბუაძის თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო წინა ხელისუფლების მხარდამჭერი ფინანსურადაც და მორალურადაც.

ივანიშვილი, ფინანსურადაც და მორალურადაც, სრულად არის მონაწილე წინა ხელისუფლების ამ მხარდამჭერთა ძალიან დიდი ლეგიონის.

2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, როდესაც აგრძელებდა შსს-ს, ვანო მერაბიშვილის და წინა ხელისუფლების სხვადასხვა პირის დაფინანსებას და მხარდაჭერას, ეს ხომ რაღაცაზე მეტყველი უნდა იყოს, ეს ხომ მინიმუმ ადასტურებს იმას, რომ ამ ადამიანისთვის ეს არაფერს ნიშნავს, მას ჩვენი და იმ ადამიანების, ვინც იბრძოდა იმ წლებში, უბედურების გამოყენება უნდოდა, ძალაუფლების მისაღებად. 

როდესაც გაკოტრებული ხარ, კალაძისნაირი მერი, პრობლემებს ვერ აგვარებ, გამოდიხარ და ასეთ რამეებზე იწყებ საუბარს. კალაძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ კომისიის შექმნაზე დაიწყო საუბარი.  სააკაშვილის ფანკლუბში რომ იჯდა და მასთან ერთად დაძუნძულებდა, ეს ადამიანი გამოვა და იტყვის, რომ თურმე წინა ხელისუფლების დროს დანაშაულს სჩადიოდნენ და მათ უნდა გამოიძიონ ეს? ამორალური პოლიტიკური სიბეცის ეტალონია კალაძეც და ყველა ის ადამიანი, რომელიც საზოგადოებას ამ სიბინძურეს აჩეჩებს სახეში,- განაცხადა ბუაძემ გადაცემა “რეაქციაში“. 

მსგავსი სიახლეები