სალომე ზურაბიშვილი დღეს ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტს პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩთან შეხვედრით დაიწყებს
საქართველოს პრეზიდენტი ბალტიის რეგიონში ვიზიტს განაგრძობს - სალომე ზურაბიშვილი დღეს ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტს პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩთან შეხვედრით დაიწყებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართება ლატვიის სეიმის სპიკერთან, სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან და საგარეო კომიტეტის წევრებთან.
პრეზიდენტი ლატვიაში ვიზიტს ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულებს, სადაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრებს. დაგეგმილია ასევე პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმადგენლებთან"- წერია განცხდებაში.