ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილი ცდილობს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააპატიმროს - ეს რისკი უკვე რეალურია

26.03.25 13:20
ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილი ცდილობს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააპატიმროს - ეს რისკი უკვე რეალურია

 „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერი, ირაკლი კუპრაძე პროკურატურის მიერ წულუკიანის კომისიის მიმართვის საფუძველზე, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ეხმაურება.

"ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი ცდილობს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააპატიმროს. ეს რისკი უკვე რეალურია"- თქვა პოლიტიკოსმა. 

„ივანიშვილი ებრძვის მის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს „ძლიერი საქართველოს“ და მის ლიდერებს: მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი ცდილობს, ისინი დააპატიმროს და ეს რისკი უკვე რეალურია. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იმაზე, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არ გამოცხადდნენ არალეგიტიმურ პარლამენტში, ერთპარტიული, „ქართული ოცნების“ მიერ უბრალო შეკრებაზე და უარი თქვეს მათთან თანამშრომლობაზე. შეუძლებელია რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობა იმ პირობებში, როდესაც ათეულობით პოლიტპატიმარი ციხეშია. ამასთან, როდესაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია საფრთხეშია და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან უფსკრულშია მოსროლილი“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

წულუკიანის საგამოძიებო კომისია პროკურატურას ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართავს.

მსგავსი სიახლეები