ბოკერია წულუკიანის კომისიაზე: ივანიშვილმა და არალეგიტიმურმა პარლამენტმა პასუხად დაცინვა უნდა მიიღოს

26.03.25 16:06
ბოკერია წულუკიანის კომისიაზე: ივანიშვილმა და  არალეგიტიმურმა პარლამენტმა პასუხად დაცინვა უნდა მიიღოს

 

 

რას ემსახურება "ქართული ოცნების" მიერ ე.წ. საგამოძიებო კომისიის შექმნა? - "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე ივანიშვილის რეჟიმს ფოკუსის გადატანა უნდა. 

ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. კომისიას ოპოზიციამ დაცინვით უნდა უპასუხოს. 

ძველი მეთოდია, რომ ამ საყოველთაო პროტესტის პირობებში, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფალ სამყაროში ჩვენი ადგილის ბედს ეხება, ფოკუსის გადატანა უნდათ ისევ ძველი და ახალი ხელისუფლების დაპირისპირებაზე, პოლარიზაციასა და ყველას ერთ ქვაბში ჩაყრაზე. ამიტომ, ერთადერთი პასუხი, რაც ამაზე ივანიშვილის არალეგიტიმურ პარლამენტს უნდა ჰქონდეს, არის დაცინვა - აცხადებს ბოკერია. 

"ფედერალისტების" ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილი საკუთარ ამომრჩეველსაც დასცინის, როცა მთელი ამ წლების განმავლობაში, ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმზე ლაპარაკობდა და დაკითხვაზე ხაზარაძე- ჯაფარიძეს იძახებს. 

საკუთარ მომხრეებსაც დასცინიან, ჯერჯერობით ჩემთვის რომ არ დაუძახიათ. წლების განმავლობაში ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმზე ლაპარაკობენ და მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს იბარებენ იმისთვის, რომ ყველა ერთ ქვაბში მოხარშონ. ამიტომ, ველოდები, რომ დამიძახებენ და მერე იგივეს ვეტყვი, რასაც ყველა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი თუ მოქალაქე ეუბნება, რომ ამ არალეგიტიმური პარლამენტის კლოუნადაში მონაწილეობა არავინ უნდა მიიღოს"- დასძინა მან. 

ამიტომ ველოდები, რომ დამიძახებენ და მერე ვეტყვი იგივეს, რასაც ეუბნება ყველა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე თუ პოლიტიკოსი, რომ ამ კლოუნადაში, ამ არალეგიტიმური პარლამენტის, არავინ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა და რა რეპრესიასაც არ უნდა მიმართონ მხოლოდ დაცინვა იქნება პასუხი და ყველას ემახსოვრება, რომ პროტესტი არის უფრო დიდ რამეზე, ვიდრე თუნდაც ცალკეული პოლიტიკური ფიგურების არალეგიტიმური დევნა"- დასძინა მან. 

მსგავსი სიახლეები