"საქართველოში სწრაფი დემოკრატიული უკანდახევა დაფიქსირდა" - რა წერია ევროსაბჭოს სამუშაო დოკუმენტში
ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვამდე რამდენიმე საათი რჩება. თბილისის დროით ზუსტად 18:00 საათზე გაიხსნება დებატები, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე იმსჯელებენ.
ევროპელი პოლიტიკოსები ასევე დაამტკიცებენ რეზოლუციას, რომლის სადრაფტო ვარიანტიც "პირველებმა" მოიპოვა.
ევროსაბჭოს "ქართული ოცნების" მისამართით რამდენიმე მოთხოვნა აქვს: პოლიპატიმრების გათავისუფლება, მშვიდობიანი დემონსტრანეტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტა და ასევე ჩანაწერია ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.
ევრსაბჭოს კონგრესში განსაკუთრებულ ყურადღებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამახვილებენ, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ არჩევნები დამოუკიდებელი ადმინისტრაციის პრიობებში უნდა ჩატარდეს, რათა არ დადგეს იგივე შედეგი, რაც საპარლამენტო არჩევნების დროს დადგა.
საფუძვლიანად გამოიძიოს თვითნებური დაკავებების შემთხვევები და ძალადობრივი ქმედებები არაძალადობრივი მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ ადგილობრივ დონეზე, ადამიანის უფლებათა კომისრის რეკომენდაციით, გათავისუფლებენ ისინი, ვინც დაკავებულები არიან, მათ შორის ქალბატონი მზია ამაღლობელი.
რაც შეეხება არჩევნებს, კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს პირობები 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ დემოკრატიული გარემოსთვის. უზრუნველყონ საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის გარანტია და დაბრუნდეს კონსენსუსის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. საარჩევნო ადმინისტრაციაში ოპოზიციური პარტიების ჩართვა და ეფექტურობის გაძლიერება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად;
საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავების ფონზე დაფიქსირდა სწრაფი და დრამატული დემოკრატიული უკანდახევა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც გაძლიერდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, რომელიც უარყო ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, შიდა და ზოგიერთმა საერთაშორისო არჩევნების დამკვირვებელმა, განსაკუთრებით მათი მთლიანობის შესახებ შეშფოთების გამო და გადაწყვეტილებამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ 2024 წლის 28 ნოემბერს, - ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროსაბჭოს კონგრესში მძიმე კრიტიკის მოსმენა მოუწევს საქართველოს დელეგაციას, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ხელმძღვანელობს.