ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

26.03.25 15:57
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს შესახებ შემუშავებულ მემორანდუმში მზია ამაღლობელის შესახებ წერს და ქართულ ოცნებას ჟურნალისტის  გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"გაუმართლებელი" ასეა შეფასებული მედია მენეჯერის წინასწარი პატიმრობა. 

  • ანგარიში 26 მარტს გამოქვეყნდა და ის საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ასახავს. 

ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და დაიცვას მისი სამართლიანი სასამართლოსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებები", - წერს კომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი.

დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული  ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მოხსნის გამო.

ო'ფლაჰერტის ანგარიშში მოხვდა "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული დრაკონული კანონებიც მოხვდა. 

"კომისარი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები არამხოლოდ სამიზნეში ჰყავდათ ამოღებული 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, არამედ სხვადასხვა სახის მზარდი რეპრესიების ქვეშ არიან", - ვკითხულობთ მემორანდუმში.