ანა დოლიძე - ,,ოცნების“ პირობებში ვერავინ იპოვა სამართალი, არც ქონება დაუბრუნეს ხალხს და არც ერთი მოსამართლე ან პროკურორი არ დასჯილა

26.03.25 16:40
ანა დოლიძე - ,,ოცნების“ პირობებში ვერავინ იპოვა სამართალი, არც ქონება დაუბრუნეს ხალხს და არც ერთი მოსამართლე ან პროკურორი არ დასჯილა

,,ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ იპოვა სამართალი, არც ქონება დაუბრუნეს ხალხს და არც ერთი მოსამართლე ან პროკურორი არ დასჯილა" - ამის შესახებ, კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“- ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2012-2013 წლებში წარადგინა სიმართლისა და შერიგების კომისიის შექმნის იდეა, რომელიც მაშინ ,,ქართულმა ოცნებამ“ არ გააკეთა:ნ 

,,არალეგიტიმური პარლამენტის წევრებმა, გააკეთეს რაღაც ეს ფანჩატური და ამბობენ, რომ უნდა გამოვიძიოთ წინა ხელისუფლების დანაშაულებებიო. მე ამ საქმეში ვერავინ ვერ დამასწრებს, თან ზუსტად ვიცი, რომ დაზარალებული წლების მანძილზე, ყოფილი პოლიტპატიმრები ითხოვენ სამართალს, ვერავინ სამართალი ოცნების პირობებში ვერ იპოვა. არც ქონება დაუბრუნეს, პრივილეგილებულებს დაურბუნეს მხოლოდ, არც ერთი პროკურორი არ დაუჭერიათ და ყველა მოსამართლე რომლის კისერზეც არის ხარძიანის საქმე და ლეონიძე საქმე, ყველა მოსამართლე არის უვადოდ დანიშნული და დაწინაურებული. ამ პირობებში კი წულუკიანი გამოვა და იტყვის, რომ სამართლიანობის აღდგენა უნდა. 2012-2013 წლებში წარვადგინე სიმართლისა და შერიგების კომისიის შექმნის იდეა, რომელიც მაშინ ,,ქართულმა ოცნებამ“ არ გააკეთა. მაშინდელმა ,,ქართული ოცნების“ შემადგენლობა ვიღაცებს გაურიგდა, მისცა თავშესაფრის უფლება, ვანო მერაბიშვილი და რამდენიმე დაიჭირა და პასუხისგებაში მისცა, მაგრამ მოსამართლეები და პროკურორები არ დაუსჯია. ეს ხალხი ვინც იყო პოლიტპატიმარი უბრალოდ ციხიდან გამოუშვა და ისე დატოვა - განაცხადა ანა დოლიძემ         

მსგავსი სიახლეები