სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის ინტერვენცია ჰიბრიდულია, როგორც ეს საქართველოში არჩევნების დროს ვნახეთ

26.03.25 17:13
სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის ინტერვენცია ჰიბრიდულია, როგორც ეს საქართველოში არჩევნების დროს ვნახეთ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ლიეტუვას საზოგადოებრივ არხთან ინტერვიუშიც ისაუბრა.

მისი თქმით,  "ქართულ ოცნებას" და რუსეთს კარგი ურთიერთობა აქვთ

რუსეთს ამჟამად არც საშუალება აქვს და არც სურვილი ოფიციალურად მხარი დაუჭიროს ან ჩაერიოს. რუსეთი ახლა სულ სხვა თამაშს თამაშობს - შეერთებულ შტატებთან უკრაინის გამო. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს რუსეთის პრიორიტეტი ვართ. დიახ, მმართველ პარტიას და რუსეთს კარგი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ეკონომიკურ თუ სხვა სახის მხარდაჭერას უწევს. რუსეთის ინტერვენცია ჰიბრიდულია, როგორც ეს არჩევნების დროს ვნახეთ. ისევე როგორც პროპაგანდა. თუმცა, ეს არ არის პოზიტიური მხარდაჭერა ქვეყნისთვის, რომელიც მას წინსვლისა და ცხოვრების საშუალებას აძლევს.
 

მსგავსი სიახლეები