"ძლიერი საქართველო": საგარეო გზავნილები უკვე გაკეთებული გვაქვს, გავაგრძელებთ ბრძოლას

26.03.25 17:38
"ძლიერი საქართველო": საგარეო გზავნილები უკვე გაკეთებული გვაქვს, გავაგრძელებთ ბრძოლას

მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს -  ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ საგენგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "ლელოს" ლიდერი  მზად არის, "თუნდაც მურუსიძის სასამართლოში მაგისტრანტ მოსამართლის წინაშე მივიდეს და ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი".

"სიმართლე არის „კოალიცია ძლიერ საქართველოს“ და მისი ლიდერების მხარეს"- თქვა კუპრაძემ. 

როგორც ივანიშვილის საპოლიციო ავტორიტარიზმს შეეფერება, რომელსაც ის საქართველოში ამყარებს, დევნის ამ ქვეყნიდან დემოკრატიას, ევროპულ მომავალს, არღვევს კონსტიტუციას - საპოლიციო ავტორიტარიზმის პირობებში ლოგიკურად ავითარებს თავის ძალადობას დემოკრატიაზე და მის მთავარ ოპონენტზე - კოალიცია „ძლიერ საქართველოზე“ და მამუკა ხაზარაძეზე. დღეს მამუკა ხაზარაძემ მიიღო მოწვევა როგორც მოწმემ და დაბარება საქართველოს პროკურატურაში. პასუხი ძალიან ნათელია, საქართველოს პროკურატურაში, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს დავალებებს ემორჩილება, მამუკა ხაზარაძე არ გამოცხადება, თუმცა ვაცხადებთ მზაობას და თავად მამუკა ხაზარაძე მზად არის, თუნდაც მურუსიძის სასამართლოში მაგისტრანტ მოსამართლის წინაშე მივიდეს და ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი, რადგან სიმართლე არის კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ და მისი ლიდერების მხარეს.

ასევე ბადრი ჯაფარაძის საქმე გადაცემულია პროკურატურისთვის და მათგან დამატებით პოლიტიკურ ნაბიჯებს ველოდებით. მზად ვართ, გამოწვევა მივიღოთ. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ახლა ებრძვიან კორუფციას, უსამართლობას, უკანონობას, ჯარიმებს, დევნას, 50-ზე მეტი პოლიტპატიმრები გვყავს ქვეყანაში და ამ დროს, როდესაც ქვეყანა ჩაძირულია სხვადასხვა მნიშვნელობის პრობლემაში, დღეს ბიძინა ივანიშვილი იცლის პოლიტიკური დევნისთვის.

ჩვენ საგარეო გზავნილები უკვე გაკეთებული გვაქვს ჩვენ პარტნიორებთან. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობის გაწევას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად“,- განაცხადა კუპრაძემ.

"არცერთი ნაბიჯი არ იქნება უკან! რუსული რეპრესიები ჩვენზე ვერ იმოქმედებს!" - თქვა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, სახეზეა კოალიციის ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების მორიგი ტალღა. 

ეს არის ივანიშვილის მხრიდან ანგარიშსწორება ამ ადამიანების წინააღმდეგ და დასჯის მცდელობა იმიტომ, რომ ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ცდილობდნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველო არ დაბრუნებულიყო რუსეთის ორბიტაზე. ეს ადამიანები ცდილობდნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონოდა ანაკლიის პორტი, რომელიც რუსეთის დავალებით ივანიშვილმა გააჩერა. ეს არის ანგარიშსწორება იმისთვის, რომ არც ხაზარაძე, არც ჯაფარიძე და არც ჩვენი გუნდის არცერთი წევრი არ შეშინებია არც მუქარას, არც დევნას, არც შანტაჟს, არ დაქვემდებარებია მოსყიდვის მცდელობებს და არ დაგვიხუჭავს არც ერთხელ თვალი მაშინ, როდესაც შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო და ამას ახორციელებს რუსეთის დავალებით ქართული ოცნება.

ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ რუსულ რეჟიმს საქართველოში და სწორედ ამიტომ ივანიშვილი, რომელმაც ვერ შეძლო, რომ შეესრულებინა ქართველი ხალხისთვის მიცემული ვერც ერთი პირობა, ვერ შექმნა ეს ქვეყანა, როგორც ძლიერი ეკონომიკა, სადაც ადამიანებს ექნებათ ღირსეული დასაქმება, ვერ შეძლო ეს ქვეყანა გაეხადა ევროკავშირის წევრი, ვერ შეძლო ანაკლიის აშენება, ვერ შეძლო ვერც ერთი დაპირება, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოსი შეესრულებინა, ამიტომ, რადგან თვითონ განიცადა სრული ფიასკო და ყველა დაპირება, რომელიც მან მისცა ხალხს იყო ტყუილი და გადაგდება ამ ქვეყნისა და მოქალაქეებისა, ის ებრძვის იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ძალა, უნარი და პატრიოტიზმი, რომ ეს ქვეყანა გაიყვანონ სამშვიდობოს, არ გადააბარონ ის რუსეთს და გახადონ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. აი ამიტომ იდევნებიან დღეს მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე ივანიშვილის მხრიდან, მაგრამ რუსული რეპრესიები ჩვენზე ვერ იმოქმედებს, არცერთი ნაბიჯი არ იქნება უკან. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს მომავალს, სადაც კანონი და სამართალი იკანონებს და არა რუსი ოლიგარქი"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები