5 მილიონის მანქანები გომელაურის უწყებას - მომსახურების სააგენტო 20 ახალ "ჯიპს" და 15 ახალ "სედანს" ყიდულობს
5,030,265 ლარის მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს - შსს-ს მომსახურების სააგენტო 20 ახალ "ჯიპს" და 15 ახალ "სედანს" ყიდულობს.
ტენდერის მიხედვით, ყველა მათგანი ოპერატიული დანიშნულების და მაღალი გამავლობის უნდა იყოს.
20 "ჯიპში "სააგენტო ჯამში 3,811,320 ლარს გადაიხდის:
- 1 ჯიპის ღირებულება - 190,566 ლარია (68,500 დოლარი)
- 1,218,945 ლარი დაუჯდება საქართველოს ბიუჯეტს 15 "სედანის" შეძენა (ჰიბრიდი) 1 სედანი - 81,263 ლარი (29,300 დოლარი) ღირს.
კორუფციის მკვლევრები სვამენ კითხვას, რაში სჭირდება მომსახურების სააგენტოს ოპერატიული დანიშნულების ავტომობილები, მაშინ როცა ამ სამსახურს შესაბამისი დანიშნულება არ აქვს.
სპეციალისტების ვარაუდით, ავტომობილების გამოშვების თარიღი და ღირებულება აჩენს ეჭვს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მაღალჩინოსნების პირადი კომფორტისთვის იქნება გამოყენებული.
პრინციპში, საზოგადოებისთვის "ქართული ოცნების" ე.წ ხელისუფლებისგან საკუთარ კეთილდღეობაზე და ფუფუნებაზე ზრუნვა გასაკვირი აღარ არის. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ხუთი მილიონი ლარის 35 მანქანაში (20 ჯიპში და 15 სედანში) გადახდა მაინც იქცევს ყურადღებას.
ეს არის საკმაოდ მაღალი კოპლექტაციის მანქანები და როგორც ჩანს, მაღალჩინოსნები შეცვლიან და განაახლებენ საკუთარ ავტომობილებს ბიუჯეტის ხარჯზე.
გასაბრაზებელიც არის, იმ ფონზე, როდესაც გურიის კრიზისმა მაგალითად აჩვენა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურებს ჯერ კიდევ ბევრი სპეცტექნიკა თუ აღჭურვილობა არ გააჩნიათ". - ირაკლი აბესაძე.
ოპოზიცია უახლოეს წარსულს იხსენებს, როცა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას სტიქიასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკისთვის ფული არ აღმოაჩნდა, როცა ახალი ტენდერით ბიუჯეტიდან 5 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.