ოპოზიციას ციხით ემუქრებიან - მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაიბარეს
ოპოზიციას ციხით ემუქრებიან - მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაიბარეს. გაბიტაშვილის უწყებას 24 საათიც კი არ დასჭირდა, რომ თეა წულუკიანის მიმართვაზე გამოძიება დაეწყო.
- ხაზარაძის დასჯა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ძლიერი საქართველოს ლიდერმა, წულუკიანის საგამოძიებო კომისიას ცირკი უწოდა და არც დაკითხვაზე არ მივიდა.
მამუკა ხაზარაძე ხვალ პროკურაუტრაში არ მიდის. თუ კითხვები გაქვთ დამიბარეთ მაგისტრატ მოსამართლესთან - შეუთვალა დღეს ხაზარაძემ პროკურატურას. სავარაუდოდ, გაბიტაშვილის უწყებაში ხვალ დაიბარენ "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს, რომელმაც დემარშიც გზა აირჩია და წულუკიანთან კომისიის სხდომაზე არ მივიდა. "ძლიერი საქართველოს" ორივე ლიდერი ფიქრობს, რომ რეჟიმს მათი დაკავება უნდა და ქვეყანაში ოპოზიციის ციხით გაჩუმების პროცესების იწყება.
სამართალმცოდნეებისთვის შემაშფოთებალია ის სანახობა, რასაც ახლა რეჟიმი პარლამენტში აწყობს. წულუკიანი ციხით ემუქრება ყველას, ვინც კოსმიის სხდომაზე ჩვენების მისაცემად არ მიდის, იურისტები ამბობენ რომ 1 წლიანი პტიმრობა დაკითხვზე არ მისვლის გამო არაპროპორციული სასჯელია.
იურისტები ამბობენ, რომ 1 წლიანი პტიმრობა დაკითხვაზე არმისვლის გამო არაპროპორციული სასჯელია. მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო სამსახურში ხვალ 14:00 საათზეა დაბარებული.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.