აგვისტოს ომის გამოძიება - რა ხდებოდა დღეს წულუკიანის კომისიაზე

26.03.25 20:20
აგვისტოს ომის გამოძიება - რა ხდებოდა დღეს წულუკიანის კომისიაზე

აგვისტოს ომის გამოძიება  - თეა წულუკიანმა დღეს დააანონსა,  რომ "ოცნების" საგამოძიებო კომისიაზე შესაძლოა, მესამე პრეზიდენტი დაიბარონ. რეჟიმი აგვისტოს ომის საქმეზე დამნაშავეებს  წინა ხელისუფლებაში ეძებს.

"ოცნებას" დღეს რუსული პროპაგანდა გრიგოლ ვაშაძემ და პაატა დავითაიამ ჩამოუშალეს. 2008 წელს ერთი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, მეორე კი ომის შემდეგ საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი. 

მაშინ, როცა ჰააგა და სტრასბურგი  ომში მთელ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, წულუკიანს დღეს სურდა ვინმეს ეთქვა, რომ ომის დაწყება სააკაშვილს უცხოეთიდან აიძულეს. ამიტომ "ოცნების" წევრი დღეს ვაშაძეს უმტკიცებდა, რომ ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ქართული მხარე ვითარების დაძაბვის შესახებ სიგნალებს იღებდა. თუმცა ასეთი რამ ყოფილმა მაღალჩინოსანმა კატეგორიულად გამორიცხა. ამ კონტექსტში გაახსენეს პარტნიორების მაშინდელი მოწოდებებიც. 

ის, რომ ამ ომს ერთადერთი დამნაშავე ჰყავს, საერთაშორისო სასამართლოების გარდა დაადგინა დროებითმა საპარლამენტო კომისიამაც, რომელიც ომიდან რამდენიმე წელში პაატა დავითაიამ შექმნა. ის დღეს კომისიაზე დაიბარეს და სურდათ მოესმინათ, ვინ აიძულა იმდროინდელ კომისიას ამ შინაარსის დასკვნის გაკეთება, თუმცა ვერც მისი პასუხები გამოდგება ივანიშვილის პარტიისთვის მყარ არგუმენტად. 

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.