საქართველო ევროკავშირის მიღმა - გერმანიის ელჩი პასუხისმგებლობას "ოცნებას" აკისრებს

26.03.25 20:54
საქართველო ევროკავშირის მიღმა - გერმანიის ელჩი პასუხისმგებლობას "ოცნებას" აკისრებს

საქართველო ევროკავშირის მიღმა  - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გაერთიანებაში ახალი წევრების მიღებაზე საუბრისას საქართველო აღარც კი ახსენა. გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი სრულ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს და პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველოს სტატუსის მინიჭების სახით საჩუქარი გაუკეთა, თუმცა ივანიშვილის ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია.

ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფო ელჩის განცხადებას კობახიძის კაბინეტი დუმილით შეხვდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის 25 ქვეყანაში არც კი ხვდებიან და არც ელაპარაკებიან.

ევროკავშირში ფიქრობენ, რომ "ოცნებას" მხოლოდ სანქციების ესმის, ამიტომ ერთმანეთის მიყოლებით ასანქცირებენ. დღეს, გერმანიის ელჩმა  მისი მთავრობის გადაწყვეტილება ახსნა, რატომ დაედო სანქციები "ქართული ოცნების" გუნდის ნაწილს. პეტერ ფიშერის თქმით, სავიზო შეზღუდვები "ოცნების" იმ ლიდერებს დაუწესდათ, ვინც ადამიანების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელნი.

კონტაქტები "ოცნებასთან" გაწყვეტილია ამერიკიდანაც. შეერთებულ შტატებს, რომელმაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა გაწყვიტა, ივანიშვილის გუნდთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს. მაშინ როდესაც შავი ზღვის უსაფრთხოებისა და რეგიონის საკითხი წყდება, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სათითაოდ ელაპარაკა სახელმწიფო ლიდერებს, მათ შორის სომხეთის პრემიერ მინისტრს, მაგრამ არც შეერთებული შტატების დღის წესრიგში აღმოჩნდა საქართველო.

დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.