უილსონი: რუსეთის, ირანისა და ჩინეთის გარეშე დამოუკიდებელი სამხრეთ კავკასია საჭიროებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში
"რუსეთის, ირანისა და ჩინეთის გარეშე აყვავებული სამხრეთ კავკასია საჭიროებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში"- ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს.
რუსეთის, ირანისა და ჩინეთის გარეშე სტაბილური, აყვავებული და დამოუკიდებელი სამხრეთ კავკასია არის მომავალი. საჭიროებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ბოლომდე მიყვანას. ორმხრივი სარგებელი!” - წერს უილსონი.