გიორგი სიორიძე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას არ გამორიცხავს
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას არ გამორიცხავს.
ჩვენ ამისთვის მზად ვართ - ამბობს ოპოზიციონერი.
მისი თქმით, ხაზარაძე- ჯაფარიძის გადაწყვეტილება, რომ არ გამოცხადებულიყვნენ წულუკიანის კომისაში, "თავგანწირვაა" და სხვა არაფერი.
თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული არის, უდიდესი ალბათობით ამას მოჰყვება ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის დაპატიმრება. ჩვენ ამისთვის მზად ვართ ჩვენ ეს განვაცხადეთ და ვთქვით, რომ ამ გამოწვევას ვიღებთ. წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია. შესაბამისად, ამ ადამიანების გადაწყვეტილება, რომ მოსულიყვნენ პოლიტიკაში ჯერ კიდევ 2019 წელს ნიშნავდა იმას, რომ მათ ბევრ რამეზე თქვეს უარი. იმიტომ რომ ამ ორ ადამიანს აქვს იმის კაპიტალი, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უზრუნველად ეცხოვრათ და ყოფილიყვნენ ყველაზე მაღალი ფენის ადამიანები, მაგრამ უზრუნველი ცხოვრება, რაც "ქართული ოცნების" წევრებისთვის და ივანიშვილისთვის შეიძლება არსებობს ამ ადამიანებისთვის იმავეს არ ნიშნავს. პოლიტიკაში მოსვლა და ოპოზიციაში მოსვლა ისეთი ტიპის ავტორიტარიზმში, როგორიც ჩვენთან არის ეს არის თავგანწირვა. ამ ცირკში არ მონაწილეობა არის თავგანწირვა", - ამბობს გიორგი სიორიძე.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად პროკურატურას გუშინ მიმართა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
ხაზარაძე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. ოპოზიციონერი ლიდერი მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.
პროკურატურიდან ზარს ელოდება ბადრი ჯაფარიძეც.