სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვისა და ლიტვის შემდეგ, ესტონეთს ეწვია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვისა და ლიტვის შემდეგ, ესტონეთს ეწვია, სადაც მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები გაიმართება ესტონეთის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, ტალინში დღეს პრეზიდენტი შეხვდება ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის წევრებს, ხვალ კი დაგეგმილია შეხვედრები ესტონელ კოლეგასთან, ალარ კარისთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ლაური ჰუსართან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარკო მიჰკელსონთან და კომიტეტის წევრებთან.
ესტონეთში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან და ანალიტიკოსებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში (ICDS), სადაც პრეზიდენტს ICDS-ის დირექტორი კრისტი რაიკი უმასპინძლებს.
ტალინში დაგეგმილია პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან"- წერია განცხადებაში.