რეპრესიები გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ - ნატა ქაჯაია პარლამენტში მუშაობის აკრძალვაზე პირველ კომენტარს აკეთებს

27.03.25 13:07
რეპრესიები გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ - ნატა ქაჯაია პარლამენტში მუშაობის აკრძალვაზე პირველ კომენტარს აკეთებს

 

"პირველების" წამყვანი და "შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, ნატა ქაჯაია პაპუაშვილის პარლამენტის მიერ მისთვის აკრედიტაციის შეჩერების ფაქტზე პირველ კომენტას აკეთებს. 

ჟურნალისტი ამბობს, რომ მისი დასჯის მიზეზი სინდისის პატიმრების შესახებ მომზადებული სიუჟეტი გახდა, სადაც პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ჩვენებაც დევს. 

სწორედ ამიტომ გახდა ჰამლეტ სულუხია ჟურნალისტის ინტერესის საგანი.  ის ამტკიცებს, რომ დემონსტრაციების დროს პარლამენტს 98 000 ლარის ზიანი მიადგა. 

ჟურნალისტმა დასვა კითხვა - რითი დგინდება, რომ პარლამენტის შიდა კონდიცირების სისტემა ნამდვილად აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, მაშინ, როცა დეკემბრის აქციების დროს, შენობაში ხარებას სპეცდანიშნულების რაზმი იყო განლაგებული. 

"ოცნების" რეაქცია აჩვენებს, რომ შაბათს გასული რეპორტაჟი მათთვის არ იყო სასიამოვნო, რადგან ჩვენს მაყურებელს მოვუყევით და ვაჩვენეთ როგორ სიყალბეზე და აბსურდულ ბრალდებებზეა დაფუძნებული დევნა. 

სინდისის პატიმრების სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილია სისხლიანი ნოემბრის შემოქმედი "ხარება" და დაზარალებულად ცნობილია რუსული კანონის მიმღები პარლამენტი.

მე მივედი ინტერვიუს ასაღებად პარლამენტის თანამშრომელთან, კაცთან, ვისი ჩვენებაც დევს სინდისის პატიმრების საქმეში, ეს ბატონი გამოძიებას არწმუნებს, რომ 98 ათასი ლარის ზარალი ნახა პარლამენტმა და ეს ზარალი მიაყენეს აქციის მონაწილეებმა, მაგრამ მე მას ვეკითხებოდი,  როგორ დაადგინა, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს მაგალითად, პარლამენტის შიდა სივრცეში არსებული კონდიცირების სისტემა?!  აქციების პერიოდში არცერთი მომიტინგე შიდა სივრცეში არ ყოფილა, იქ იდგენენ ხარებას დანაყოფის წევრები, სპეცრაზმელები, შესაბამისად, ძალიან უცნაურია, როგორ მოხდა რომ აქციის მონაწილეებს აბრალებენ ამ ყველაფრის დაზიანებას და არა, მაგალითად, ხარებას სპეცრაზმელებს"- ამბობს ნატა ქაჯაია. 

"ტვ პირველს" იურისტი, თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, რომ "ოცნების" პარლამენტის გადაწყვეტილებას საქალაქოში სასამართლოში გაასაჩივრებენ: 

დღეს რომ ნატა ქაჯაია დასანქცირდა 6 თვით, ეს არის მანიშნებელი,  რომ მედია სწორად მუშაობს, რომ კრიტიკული მედია აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს დემოკრატიულ ქვეყანაში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა, როდესაც რამეს ასაჩივრებ მოლოდინებიც აუცილებლად უნდა გქონდეს რაღაცის, ამ შემთხვევაში ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის მოლოდინიც ყველაზე ნაკლები შეიძლება იყოს. იმიტომ რომ სწორედ ნატა ქაჯაია იყო პირველი ჟურნალისტი კრიტიკული მედიიდან, რომელიც ამ რეპრესიულ კანონმდებლობას შეეწირა"- ამბობს ადვოკატი. 

  • ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას პარლამენტში მუშაობა ექვსი თვით აუკრძალეს - "ქართული ოცნების" პარლამენტის აპარატის უფროსი, კახა ოქროჯანაშვილი მისივე ხელმოწერილ წერილში ამტკიცებს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია შალვა პაპუაშვილის დადგენილი წესი - ინტერვიუს ჩაწერაზე უარის მიღების მიუხედავად, განაგრძო ვიდეოგადაღება.
  • გადაწყვეტილება 24 მარტს არის მიღებული.
  • ნატა ქაჯაიას ჟურნალისტური გამოძიება "ნოდარ მელაძის შაბათში“ 22 მარტს გავიდა.  გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაასაჯაროვეს პროევროპულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების საქმის მასალები, საიდანაც ირკვევა, რომ პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი აქციების მიმდინარეობისას პარლემნტის ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე საუბრობდა. 
  • ნატა ქაჯაიას იგივე სანქცია პარლამენტმა გასული წლის ივლისშიც დაუწესა.ჟურნალისტს „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა უჩივლა. 

მსგავსი სიახლეები