მამუკა ხაზარაძე გამოკითხვაზე სასამართლოში დაიბარეს
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.
ოპოზიციის ლიდერი სასამართლოში დღეს, 27 მარტს 17:30 საათზეა დაბარებული.
ცნობილია, რომ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში მისვლას აპირებს.
- პროკურატურამ გამოძიება "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ხაზარაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- წულუკიანმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 25 მარტს დაიბარა ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის საქმის განხილვაზე.
- თავად ხაზარაძემ საგამოძიებო კომისიას "ცირკი" უწოდა და პარლამენტში მისვლაზე უარი თქვა. წულუკიანის კომისიაზე მისვლაზე უარი თქვა ბადრი ჯაფარიძემაც.