ივანიშვილს ანაკლიის წილში ჩაჯდომა უნდოდა - ხაზარაძე ოლიგაქრს რეკეტში ამხელს
ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბიძინა ივანიშვილს ბიზნეს-რეკეტში ამხელს - ხმაურიანი განცხადება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მედიასთან შეხვედრაზე გააკეთა.
"ივანიშვილი მოქმედებს როგორც რუსი რეკეტიორი. მან ჩაანაცვლა წინა ბიზნესმზე თავდასხმები უფრო დახვეწილი, რუსული მეთოდებით"- ამბობს ხაზარაძე და ანაკლიის პორტში ოლიგარქის ინტერესებზე გაამახვილა ყურადღება.
მამუკა ხაზარაძე ასევე მოჰყავს გიორგი ბაჩიაშვილის მაგალითიც.
ეს არის მოგუდვის და ვითომ "დამეგობრების" მეთოდი. სინამდვილეში, კომპანიებში წილში ჩაჯდომის მეთოდი და ვინც მას ეურჩება, მასზე პირდაპირ მიდის სასამართლო.
ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაში - ანაკლია არ იყო მხოლოდ სტრატეგიული პროექტის გაჩერება და რუსების ინტერესები, აქ იყო პიროვნული ამბავი. მას (ბიძინა ივანიშვილს) უნდოდა, რომ ის ყოფილიყო ამ პროექტში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევთავაზეთ მან ამაზე ღიად კატეგორიული უარი განაცხადა, მერე იყო შემოთავაზება რაღაცა, რომელსაც ჩვენ ვერ დავეთანხმებოდით, რადგან გაუმჭვირვალე ბიზნესი მე ამ ქვეყანაში არ გამიკეთებია.
მეორე მაგალითად შორს რომ არ წავიდეთ არის ბაჩიაშვილის მაგალითი, სადაც მას ივანიშვილმა კომპანიის 50% მოსთხოვა, არგუმენტურებული პასუხის რომ მიიღო, მის წინააღმდეგ 11 წლიანი გამოაცხადა ივანიშვილის მურუსიძეის სასამართლომ. კიდევ ვიმეორებ, თუ რამე არსებობს, ჩენ მზად ვართ ამას პასუხი სასამართლოში გავცეთ", - განაცხადა ხაზარაძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა "ქართული ოცნების" პროპაგანდასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ის წინა ხელისუფლებასთან დახლოებული ბიზნესმენი იყო.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ მას ფინანსური პრობლემები წინა ხელისფულებამაც შეუქმნა, როდესაც მისი ქონება რამდენიმე წლის განმავლობაში "პრაქტიკულად დაყადაღებული იყო".
სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ჩვენზე იქნა სისხლის სამართლის საქმე აღძრული, 2003 წლიდან 2006 წლამდე და 2005-დან 2012-მდე მე ვიყავი პრაქტიკულად დაყადაღებული, იმიტომ, რომ იმ ხელისუფლებამ გადაწყვიტა საკმაოდ სერიოზული რეკეტი განეხორციელებინა და წაერთვა ჩემი პირადი ქონება, რასაც მე არ დავთანხმდი და მეტი საშუალება არ მქონდა გარდა იმისა, რომ უარი ვუთხარი და მატარეს სასამართლოში და პროკურატურაში 6 წლის განმავლობაში", - განაცხადა ხაზარაძემ.
დღეს, 17:30 წუთზე "ძლიერი საქართველოს" ლიდერი სასამართლოშია დაბარებული. მამუკა ხაზარაძე სავარაუდოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.