"ივანიშვილს ჩემთვის ფულის ახევა ე.წ. ქურდული კანონებით უნდოდა" - მამუკა ხაზარაძე

27.03.25 15:16
"ივანიშვილს ჩემთვის ფულის ახევა ე.წ. ქურდული კანონებით უნდოდა" - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძის სკანდალური განცხადება - ჟურნალისტებთან შეხვედრისას, "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს მისთვის "ფულის ახევა ე.წ. ქურდული კანონებით უნდოდა" 

როგორც ხაზარაძე ამბობს, ის ივანიშვილმა ფაქტობრივად ე.წ. ქურდულ გარჩევაზე დაიბარა სადაც მისი სიტყვებით, "ბიძინა ივანიშვილი იყო მოსამართლეც, ქურდიც, პროკურორიც და გენერალური პროკურორი გვერდზე ეჯდა"

მამუკა ხაზარაძემ დღეს "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციის" წამყვანის კითხვაზე არც მისი დაკავება გამორიცხა. 

მე ამ ბრძოლაში ვარ შეგნებულად შემოვედი და არაფერი არ მაინტერესებს, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა თქვენთან ერთად ახალ სიმაღლეზე გადავიყვანო. 5 წლის წინათ, როდესაც მე პოლიტიკაში მოვედი, ყველას ეგონა, რომ აი, ხაზარაძე მოვიდა პოლიტიკაში, რომ თავისი ბიზნესი გადაარჩინოსო. არაფერი გადასარჩენი ჩემს ბიზნესს არ აქვს. რა თქმა უნდა ის, რომ ბრძოლაში ვართ, ამას იმ დროსაც ვგრძნობდით, როცა 9 წლიანი მუხლით გვემუქრებოდნენ და ბოლო მომენტში უბრალოდ ვერ გაბედეს, იმდენად აბსურდული იყო ეს ყველაფერი. 

ბრძოლა იქნება ბოლომდე, ციხეში ვიქნებით ჩვენ თუ მის გარეთ. ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა სად უნდა იყო, მე აქ ვდგავარ, დამიჭერენ, კი ბატონო, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებ.

კიდევ ვიმეორებ, მგონი ახსნა არ სჭირდება ჩემგან, რომ მე შემეძლო, ნებისმიერ დროს, გავრიგებოდი ბიძინა ივანიშვილს, ან თავი დამეხარა, ან მის სახელმწიფო რეკეტს დავმორჩილებოდი და რაღაცა "პატივი მეცა", როგორც მან ერთხელ ტელევიზიაში თქვა - ჩხარტიშვილმა პატივი მცა და ხაზარაძემ პატივი არ მცაო, იქ ფულზე იყო საუბარი, დიახ, ფულზე იყო საუბარი, "ახევა" უნდოდათ ქურდული კანონებით, როცა მე შევცდი და მივედი აი, ამ ეგრეთწოდებულ ვითომ მორიგებაზე, მაგრამ მივედი და თურმე აღმოვჩნდი "ქურდულ" გარჩევაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი იყო მოსამართლეც, ქურდიც, პროკურორიც და გენერალური პროკურორი გვერდზე ეჯდა. ნებისმიერი გამოწვევისთვის ვარ მზად და არც ბილეთი მაქვს აღებული და არც ვცდილობ, ვიღაცას რაღაცა შევეხვეწო", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

დღეს, 17:30 წუთზე "ძლიერი საქართველოს" ლიდერი სასამართლოშია დაბარებული. მამუკა ხაზარაძე სავარაუდოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.