მეტროსადგურ "ისანთან" მოქალაქეებს ჩხრეკენ და ამოწმებენ
დილიდან მეტროსადგურ "ისანთან" მოქალაქეებს ჩხრეკენ და ამოწმებენ. ადგილზე მისულმა "პირველების" კამერამ მინიმუმ ოთხი პირი გადაიღო, ვინც მიზეზის განმარტების გარეშე ხალხს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტს სთხოვს. ხალხს უღებენ ფოტოებს, ცდილობენ, გაიგონ მათი ვინაობა და ინფორმაცია სამუშაო ადგილის შესახებაც.
ადგილზე "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე რეიდი შეწყდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილიდან გაიქცნენ