კალაძე ამტკიცებს, რომ ტრამპის გუნდის წევრი „დიფ სთეითის" წარმომადგენელია
2 საათი "მეგობარი აქტის" განხილვამდე - "ოცნება" ამტკიცებს, რომ მათ არა ტრამპის ადმინისტრაცია, არამედ ე.წ. დიფ სთეითი ებრძვით, თუმცა „დიფ სთეითის“ წარმომადგენლად კახა კალაძე სწორედ ამერიკის პრეზიდენტის გუნდის წევრს მოიაზრებს.
კალაძემ "პირველების" კითხვის საპასუხოდ პირდაპირ თქვა, რომ ჯიმ რიში "დიფ სთეითის" წარმომადგენელია.
"ოცნების" წარმომადგენელო ამბობს, რომ თუ დონალდ ტრამპი "დიფ სთეითის" დამარცხებას ვერ მოახერხებს, მაშინ "საქართველოს დაცვას თავადვე გააგრძელებენ".
ეს არის „დიფ სთეითის“ ზრახვები. მათ არ მოეწონათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და ვერ წარმოუდგენიათ, რა უნდა გააკეთონ და ყველანაირი მეთოდებით, სიბინძურით, ტყუილითა და არასამართლიანი დამოკიდებულებით ებრძვიან ჩვენს ქვეყანას,
ტრამპის ადმინისტრაცია არ ებრძის "ოცნებას" და ქართულ სახელწიფოს. დიახ, ჯიმ რიში "დიფ სთეითის" წარმომადგენელია. „დიფ სთეითის" სხვადასხვა ქვეყნებში ფესვები ღრმად აქვს გადგმული.
ჩვენ ვიცით, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტის დაპირება იყო, რომ ის დაამარცხებდა დიფ სთეითს. ჩვენ ყველა მოლოდინის რეჟიმში ვართ, ვაკვირდებით პროცესებს. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს ვგულშემატკივრობთ, რომ ის შეძლებს და მოახერხებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას]. თუ ვერ მოახერხებს, ძალიან ცუდი, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დაცვას და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ“, - განაცხადა კალაძემ.
- შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი სენატში "ოცნების" მთავარ კრიტიკოსს სრულ მხარდამჭერას უცხადებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი Truth Social-ზე წერს.
- ტრამპი წერს, რომ ჯიმ რიში ამერიკის წინსვლისთვის და განვითარებისთვის დაუღალავად შრომობს და აღნიშნავს, რომ ის "უღალატო და გამორჩეული" ადამიანია.
"მეგობარი აქტი", რომელიც „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს, სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა წარადგინეს.
„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა 2024 წლის მაისში, იმ დროს წარადგინა, როცა „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს იღებდა. ის 2025 წლის იანვარშიც წარადგინეს ხელმეორედ.