მამუკა ხაზარაძე: თეა წულუკიანს ავტომატი რომ მისცე ხელში, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს

27.03.25 18:06
მამუკა ხაზარაძე: თეა წულუკიანს ავტომატი რომ მისცე ხელში, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს

ვიმყოფებით ივანიშვილს მიერ მიტაცებული ქვეყნის მიტაცებულ სასამართლოში - ამ სიტყვებით შევიდა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით უნდა გამოიკითხოს. 

მისი თქმით, "სისტემა ნაციონალური მოძრაობის დროინდელი პროკურორებისა და მოსამართლეების ხელშია, რომლებიც ძალიან ლამაზად გადმოიბარა ივანიშვილმა".

  • "ეს ბრძოლა [იმაზე] არ არის მე დამიჭერენ თუ არ დამიჭერენ, ეს ბრძოლა არის იმ უსამართლობის, მიტაცებული ქვეყნის და რუსეთზე ჩაბარების წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა"- თქვა ხაზარაძემ სასამართლოში შესვლამდე.

რაც შეეხება ჩემს აქ მოსვლას, ქვეყანაში ჩვენ გვაქვს არალეგიტიმური პარლამენტი, დასანქცირებული ივანიშვილი, დასანქცირებული "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი, რეზოლუციები ევროკავშირის, დაკარგული სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ევროპარლამენტის მკაცრი განცხადება , რომ არ აღიარებენ არჩევენს.

"ოცნების" წარმომადგენლების დასანქირების შესახებ ახალ სიებს ყოველ მესამე დღეს ვიღებთ. რამდენიმე საათში ასევე დაიწყება "მეგობარი აქტის" განხილვა, რომელიც პირდაპირ გმობს იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება.

ჩვენ დავტოვეთ მანდატები, შესაბამისად, არ ვაღიარებთ იმ ფანჩატურს, კომისიას, რომელიც ივანიშვილმა ერთი მიზეზით შექმნა, რომ საქართველოს დააბრალოს ომის დაწყება, რომ ქართველ ხალხს დაახრევინოს თავი.

ეს პარლამენტი არის მიტაცებული, ეს კომისია არის ცირკი, ამ ცირკის ხელმძღვანელი, სამწუხაროდ ღვარძლიანი ადამიანია, რომელიც ავტომატი რომ მისცე ხელში, ალბათ ყველას დაგვხვრეტს, თეა წულუკიანი. ბიძინა ივანიშვილის ცირკში მონაწილეობას არ მივიღებ"- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.