ნიკა მელია წულუკიანის კომისიაზე: თუ მონაწილეობ ე.ი. ეხმარები რეჟიმს

27.03.25 18:03
ნიკა მელია წულუკიანის კომისიაზე: თუ მონაწილეობ ე.ი. ეხმარები რეჟიმს

თუ მონაწილეობ ე.ი. ეხმარები რეჟიმს - ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ წულუკიანის კომისიაზე გენერლების ზაზა გოგავასა და მამუკა ყურაშვილის მისვლას.

ამ ფარსში მონაწილეობა არმონაწილეობაზე თუ ვერ ვთანხმდებით, რაზე უნდა შევთანხმდეთ და როგორ - წერს ნიკა მელია. 

არალეგიტიმურ პარლამენტში, ოკუპანტი ქვეყნისათვის საჭირო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გამართულ კომისიაზე, არცერთ ნათქვამ ფრაზას არ აქვს ფასი.
აქ კონტექსტი განსაზღვრავს ყველაფერს, თუ მონაწილეობ ე.ი. ეხმარები - ესაა მოცემულობა, არ არსებობს მაგრამ... 
ამ ფარსში მონაწილეობა არმონაწილეობაზე თუ ვერ ვთანხმდებით, რაზე უნდა შევთანხმდეთ და როგორ. 
მოქალაქეებს ვთხოვთ რეჟიმთან ართანამშრომლობას და წინააღმდეგობას ყველა ნაბიჯზე და ვუშვებთ თანამშრომლობის გამონაკლისებს, რომელიც დღეს გენერლებმა დაუშვეს და ხვალ შეიძლება სხვა კონტექსტში სხვამ დაუშვას - ვეხმარებით რეჟიმს, ვთამაშობთ მათ თამაშს და მათი წესებით", - წერს ნიკა მელია.

დღეს, 27 მარტს, ენმ-მ გაავრცელა განცხადება, რომ გოგავამ და ყურაშვილმა პარტია დატოვეს.