წულუკიანი კომისიაში ირაკლი ოქრუაშვილის გამოუცხადებლობის გამო პროკურატურას მიმართავს
სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, წულუკიანის საგამოძიებო კომისია თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.
აღნიშნულის შესახებ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
"სახეზეა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, შესაბამისად, შემოგთავაზებთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი იმის თაობაზე, რომ ეს შემთხვევაც გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას. თუ ყველა მომხრე იქნება, დღესვე გაიგზავნება - საღამოს ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თუ პროკურატურა წულუკიანის მიმართვას დააკმაყოფილებს სავარაუდოდ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყება, რაც „დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის“ გამო ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.