წილში ჩაჯდომის ტაქტიკა და "ქურდული გარჩევები" ივანიშვილისგან - მამუკა ხაზარაძემ უთქმელი ამბები გათქვა

27.03.25 20:21
წილში ჩაჯდომის ტაქტიკა და "ქურდული გარჩევები" ივანიშვილისგან - მამუკა ხაზარაძემ უთქმელი ამბები გათქვა

მამუკა ზახარაძე ოლიგარქს ბიზნესის ტერორში ამხელს -დღემდე უთქმელი ამბები "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მედიასთან შეხვედრაზე გათქვა. ირკვევა, რომ ივანიშვილს ანაკლიის პორტის წილში ჩაჯდომა სურდა, უარის მიღების შემდეგ კი ხაზარაძე ჯაფარიძის წინააღმდეგ სასამართლო დავები დაიწყო. ეს არის ოლიგარქისგან მოგუდვის და ვითომ დამეგობრების მეთოდი - ამბობს ხაზარაძე. 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერმა კამერების წინ გაიხსენა ის "ქურდული წესებით" გარჩევა, სადაც მისი თქმით, "ივანიშვილს მისთვის ფულის ახევა ე.წ. ქურდული კანონებით უნდოდა"

ირკვევა, რომ რეიდერული წესებით ბიზნესის წაღებაზე საუბარის დროს, შეხვედრაზე ივანიშვილთან ერთად იჯდა მაშინდელი პროკურორი შოთაძეც, თუმცა, ხაზარაძის თქმით, მოსამართლის  და პროკურორის მანტიაც იმ შეხვედრაზე მხოლოდ ივანიშვილს ჰქონდა მორგებული.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ ივანიშვილი "რუსი რეკეტიორის" პრინციპით მოქმედებს - "ჯერ  გიმეგობრდება, შემდეგ კი თუ სასურველს ვერ მიიღებს მიტაცებული სასამართლოს გზით გიპირისპირდება". ხაზარაძის თქმით, ასე მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, რომელმაც 11 წლიან პატიმრობას, საუკუნის გაქცევით გაასწრო.

ძლიერის საქართველოსოს ლიდერს დღეს ისევ ციხით  ემუქრებიან, ოღონდ ამ შემთხვევაში წულუკიანის ხელით. ხაზარაძე დაკავებას ელოდება, თუმცა ეს პოლიტიკოსის გეგმებს არ ცვლის. არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევ უკან - ეს არის მამუკა ხაზარაძის პასუხი.

დეტალები ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.