"ოცნებას" ორი რამ უნდა-რეჟიმის ფორმირების სწრაფი დასრულება და რუსული გავლენების გამყარება“- გიორგი თავდგირიძე

27.03.25 19:16
"ოცნებას" ორი რამ უნდა-რეჟიმის ფორმირების სწრაფი დასრულება და რუსული გავლენების გამყარება“- გიორგი თავდგირიძე

საზოგადოებრივი მოძრაობა "ფარის"  წევრი, გიორგი თავდგირიძე პოლიტიკოსებს მიმართავს და მოუწოდებს, არ დაიწყონ “ერთმანეთთან კინკლაობა.“

სამხედრო ექსპერტის თქმით, "ოცნებას" ორი რამ უნდა-რეჟიმის ფორმირების სწრაფი დასრულება და რუსული გავლენების გამყარება.“

“ამისთვის სჭირდებათ სამხედროების და პოლიტიკოსების დაპირისპირება“,- წერს თავდგირიძე.

მინდა, მოვუწოდო პოლიტიკოსებს და ოფიცრებს, არ წამოეგოთ და არ დაიწყოთ ერთმანეთთან კინკლაობა. ის რაც დღეს ხდება,რუსეთის დავალებით, დე ფაქტო, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ გამართული ფარსია, ბინძური პოლიტიკა, რასაც სამართლებრივ სივრცესთან არანაირი კავშირი არ აქვს! მთავარი ჩვენი მოწინააღმდეგე არის რუსეთი და რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში "ქართული ოცნება". საქართველო არ არის აგვისტოს ომის ინიციატორი. "ოცნების" ინტერესი კი, არ არის "ნაციონალების" გაქრობა რადგან, "ოცნებას" "ნაციონალების" დასჯა მართლა რომ უნდოდეს, თავისი რიგებიდან დაიწყებდნენ, სადაც წინა რეჟიმის დროს კონკრეტულ დანაშაულებში მხილებული მაღალჩინოსნები ჰყავთ დაწინაურებული. მოკლედ,"ოცნებას" ორი რამ უნდა-რეჟიმის ფორმირების სწრაფი დასრულება და რუსული გავლენების გამყარება. და სწორედ ამისთვის სჭირდებათ სამხედროების და პოლიტიკოსების დაპირისპირება“, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი თავდგირიძე.