"ოცნების" დიპლომატიის კრახი - დამალულ ამბებს ფარდა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახადა

27.03.25 20:28
"ოცნების" დიპლომატიის კრახი - დამალულ ამბებს ფარდა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახადა

თქვენ  უარი თქვით ევროკავშირზე, იძალადეთ მშვიდობიან მომიტინგეებზე, არ დასაჯეთ არცერთი დამნაშავე - ამ სიტყვებს მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიელი კოლეგისგან საჯაროდ ისმენდა.  ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის აღდგენა მაკა ბოჭორიშვილმა კრახით დაიწყო. დამალულ ამბებს ფარდა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახადა. 

რაიზინგერმა პრესკონფერენციაზე ბოჭორიშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. საჯაროდ უთხრა, რომ ის რაც ახლა საქართველოში ხდება, მხოლოდ "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს  გავრცელებულ განცხადებაში ერთი სიტყვაც კი არ წერია კრიტიკაზე, რითაც  ევროპელმა დიპლომატმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო და დაასრულა. ბოჭორიშვილს კოლეგისთვის არც პასუხი გაუცია და არც თავის მართლება უცდია. 

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში