უნდათ ქვეყანაში ფორმალურად ერთპარტიული მმართველობა შექმნან- სამადაშვილი ოპოზიციის არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე

27.03.25 22:29
უნდათ ქვეყანაში ფორმალურად ერთპარტიული მმართველობა შექმნან- სამადაშვილი ოპოზიციის არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე

მათ უნდათ ქვეყანაში ყველანაირი კონკურენტული პოლიტიკური სივრცე გაანადგურონ და შექმნან ფორმალურად ერთპარტიული მმართველობა, - ასე აფასებს “ოცნების“ გეგმას, ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე, კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სალომე სამადაშვილი.

“ივანიშვილი არის პოლიტიკურად გაკოტრებული, მათ იციან, რომ არჩევნები წააგეს, ეს არის თვითაღიარება იმის, რომ მათ უნდათ ქვეყანაში ყველანაირი კონკურენტული პოლიტიკური სივრცე გაანადგურონ და შექმნან ფორმალურად ერთპარტიული მმართველობა, - თქვა გადაცემა “რეაქციაში“ სამადაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოს ამბობს, რომ “ეს არის რუსული დავალების შესრულება, რადგან ივანიშვილი საკუთარი ინიციატივით აღარაფერს აკეთებს.“

ეს არის ჩვეულებრივი რუსული დავალების შესრულება, არაფერს აკეთებს ივანიშვილი თავისი ინიციატივით. ეს არის ის მოდელი, რომელიც უდევს მას კონსტრუქციად, რა უნდა შქმნას საქართველოში, ეს უნდა რუსეთს, რომ არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი კავკასიის რეგიონი, ჩაიდოს ჯიბეში.

მათ უნდათ შექმნან ინსტრუმენტი, რომლითაც შეუძლიათ ნებისმიერი პარტიის საქმიანობა აკრძალონ,- აცხადებს “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი.

სამადაშვილის თქმით, მათ რომ არ იცოდნენ, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, პარტიების აკრძალვა არა დასჭირდებოდათ.

“მე თუ დარწმუნებული ვარ ჩემ თავში, რატომ უნდა ავკრძალო კონკურენცია?“- ამბობს ის.

ცნობისთვის, “ოცნების“ პარლამენტი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას გეგმავს. ამ მიზნით, ივანიშვილის გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

მდინარაძე ამბობს, რომ ეს მათი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო.