რუსული რეჟიმის კიდევ ერთი კრახი საგარეო ფრონტზე - სამადაშვილი "მეგობარი აქტის" დამტკიცებაზე
რუსული რეჟიმის კიდევ ერთი კრახი საგარეო ფრონტზე, - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აშშ-ს სენატში "მეგობარი აქტის" დამტკიცებას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის, რომ ისინი საოკუპაციო რეჟიმთან ბრძოლაში მარტო არ არიან და რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს არი.
სამადაშვილის თქმით, დღეს ქვეყანას რუსული დავალებების შემსრულებელი არალეგიტიმური ხელისუფლება მართავს და მნიშვნელოვანია, რომ 31 მარტს დაგეგმილ აქციაზე ხალხმა ერთსულოვნება და თავისუფლების ბრძოლის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენოს.
ბრძოლა უნდა იყოს შეუპოვარი, - თქვა საგანგებო ბბრიფინგზე პოლიტიკოსმა.
ეს გამარჯვება არის რუსული რეჟიმის კიდევ ერთი კრახი საგარეო ფრონტზე. ჩვენ ვიცით, რომ არ დაუშურებია ძალისხმევა რეჟიმს იმისთვის, რომ ამ აქტის მიღების პროცესში პროგრესი არ შემდგარიყო, მაგრამ მათ ვერაფრით შეძლეს, შეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრების სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, რომ ბოლომდე გვერდში დაუდგნენ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამ აქტის მიღება, ფაქტობრივად, ნიშნავს ახალ რეალობას ივანიშვილის რეჟიმისთვის. მე ამ აქტს დავარქმევდი საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრობის და ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟის აქტს.
რა არის ამ აქტის შინაარსი? კიდევ ერთხელ რომ განვუმარტოთ საზოგადოებას, საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერასთან ერთად აღნიშნული აქტი საკანონმდებლო დონეზე დაადგენს ჩარჩოს ფართომასშტაბიანი სანქციებს როგორც ივანიშვილის და მისი რეჟიმის წარმომადგენლებისთვის, ასევე, მათ შორის, იმ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ვინც რეჟიმთან თანამშრომლობს და ამით ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის გაუქმებას და საქართველოს დაბრუნებას რუსეთის საბოლოო გავლენის სფეროში.
ჩვენ ვნახეთ, რა ისტერიკა გამოიწვია რეჟიმის აქტის მიღებაში წინ გადადგმულმა ნაბიჯმა, როდესაც გუშინ გამოვარდა რუსეთის წარმომადგენელი არალგიტიმურ პარლამენტში ბატონი მდინარაძე და გამოაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს თურმე რეჟიმი. ეს არის მხოლოდ სასოწარკვეთილების ნიშანი, იმიტომ, რომ რეჟიმმა ვერ მიაღწია ვერცერთ ამოცანას, რომელიც დაუყენა საკუთარ თავს და მალე 6 თვე გახდება არჩევნებიდან და მათ ვერ მიაღწიეს ვერც საერთაშორისო აღიარებას და უფრო მეტიც, ერთადერთი, რაც მტკიცდება რეჟიმთან მიმართებაში საერთაშორისო ასპარზზე, ეს არის ფართომასშტაბიანი სანქციების რეჟიმი.
მე მინდა, ქართველ ხალხს ვუთხრა: ეს არის პირველ რიგში, გზავნილი თქვენთვის, რომ თქვენ არ ხართ მარტო დღეს ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ, თქვენ არ ხართ მარტო დღეს ბრძოლაში რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც მითვისებული აქვს ქვეყანაში ძალაუფლება, რომელიც დღეს ზის საქართველოს პარლამენტის შენობაში და არ აღუმართავს საქართველოს პარლამენტზე რუსული დროშა ფიზიკურად, მაგრამ დღეს საქართველოს პარლამენტის შენობაში კეთდება რუსული საქმე, სრულდება რუსული დავალებები, მათ შორის, რუსული კომისიის მუშაობით, რომელიც ამ წუთებშიც ამზადებს საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო გამოაცხადონ დამნაშავედ 2008 წლის ომში და პასუხისმგებლობა დააკისრონ საქართველოს სახელმწიფოს და შემდეგი ნაბიჯი უკვე იყოს აღიარება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის, რასაც რუსეთი მოითხოვს რეჟიმისგან, როგორც შემდეგი ნაბიჯი.
ეს ყველაფერი უნდა შეაჩეროს ქართველი ხალხის წინააღმდეგობამ. ამიტომ, ორშაბათს, 31 მარტს ყველა, ვინც არ ვეგუებით რუსულ ოკუპაციას, ყველა, ვისაც გვჯერა მეგობარი აქტის და სხვა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების და სტრატეგიული მოკავშირეების მხარდამჭერი აქტებით, ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყანაში თავისუფლებას და აღარ მოხდება აღარასდროს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის რუსეთის და მათ მიერ ხელდასმული ხალხის ხელით ჩვენს ქვეყანაში, ყველანი ვიკრიბებით ისევ თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში და ვეუბნებით რუსულ ოკუპაციას - არას.
გუშინდელი გადაწყვეტილება ამერიკის სენატში ჩვენთვის უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ ჩვენ ბრძლას აქვს შედეგი და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შეუპოვარი ბრძოლა, - განაცხადა სამადაშვილმა.
"მეგობარი აქტი" დამტკიციებულია. ახლა დოკუმენტი განსახილველად სხვა კომიტეტებს გადაეცემათ. რეჟიმის სანქცირების დოკუმენტის განხილვა სენატის კომიტეტებში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება.
რა წერია "მეგობარ აქტში" ვრცლად ნახეთ აქ.