შეგიძლიათ, აკრძალოთ პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ აკრძალავთ - სამადაშვილი ივანიშვილს

28.03.25 11:42
შეგიძლიათ, აკრძალოთ პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ აკრძალავთ - სამადაშვილი ივანიშვილს

 

 

თქვენ შეგიძლიათ, აკრძალოთ პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ აკრძალავ, - ასე პასუხობს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ივანიშვილის გუნდის განცხადებას, რომელმაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვა დააანონსა. 

პოლიტიკოსის თქმით, "ოცნების" ეს განცხადება "კომიკურია" და მათ სასოწარლვეთილებაზე მიანიშნებს. 

კომიკური განცხადებაა, რომელიც ყველაზე უფრო კარგად აჩვენებს, რა სასოწარკვეთილებაში არის, რეალურად, ეს რეჟიმი ჩავარდნილი. ეს არის პირდაპირ პასუხი იმაზე, რომ მათ ვერ მოიპოვეს ლეგიტიმაცია დასავლეთში, რომ ბიძინა ივანიშვილს უმძმესი სანქციების რეჟიმი უახლოვდება მას და მის მთელ გარეომცვას.

მე მინდა, ვუთხრა ივანიშვილს: თქვენ შეგიძლიათ, აკრძალოთ პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ აკრძალავთ და ქართველი ხალხის იქნება ის, ვინც რეჟიმს ბოლოს მოუღებს, იმიტომ, რომ მათ შორის, ეს განაცხადი აჩვენებს იმას, რომ თითონვე აღიარებენ, რომ არანაირი მხარდაჭერა ამ მოძალადე, რუსულ საოკუპაციო რეჟიმს ქართველ ხალხში აღარ აქვს, - ამბობს სამადაშვილი.
 

ცნობისთვის, “ოცნების“ პარლამენტი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას გეგმავს. ამ მიზნით, ივანიშვილის გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

მდინარაძე ამბობს, რომ ეს მათი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო.