"ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დემოკრატიული პროცესია
"ოცნების" დეპუტატი პაატა სალია ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დემოკრატიული პროცესია. ივანიშვილის გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ოპოზიციური ველი დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს აქვთ დაკავებული, რომელიც ჯანსაღ ოპოზიციას უნდა დაეთმოს.
საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში ამას გადაწყვეტდა სხვა ორგანო. ამ მოცემულ ვითარებაში ამ საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება აქვს სხვა ორგანოს - საკონსტიტუციო სასამართლოს. შესაბამისად, ამოცანა „ქართული ოცნების“ არ შეცვლილა, დანაპირები თავისი ამომრჩევლის წინაშე არ შეცვლილა და ამას ახორციელებს.
ეს არის დემოკრატიული პროცესი, იმიტომ, რომ ხორციელდება დემოკრატიის ფარგლებში. მეტსაც გეტყვით, ის პროცესი, რასაც დღეს აქვს ადგილი, რასაც ახორციელებენ ე.წ. დესტრუქციული ოპოზიციური ძალები, პირდაპირ ხელს უშლის საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების ჩამოყალიბებას. მათ, ფაქტობრივად, მითვისებული აქვთ ოპოზიციური ველი და ერთადერთი საკითხით არიან დაკავებულები, როგორ ავნონა ამ სახელმწიფოს. ამას აკეთებს კოლექტიური ნაცმოძრაობა და გასაკვირი იმაში, რომ მსგავსი პარტუა, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა აიკრძალოს, არ არის, - ამბობს სალია.
ცნობისთვის, “ოცნების“ პარლამენტი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას გეგმავს. ამ მიზნით, ივანიშვილის გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.
მდინარაძე ამბობს, რომ ეს მათი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო.