სააკაშვილი - ეს მოღალატეები რომ ამბობენ, თითქოს პატივს სცემენ ქართულ ჯარს, მათ არ გადასცეს 2008 წლის ომში მონაწილე მეომრების სია რუსებს?
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ეს მოღალატეები რომ ამბობენ თითქოს პატივს სცემენ ქართულ ჯარს, მათ არ გადასცეს 2008 წლის ომში მონაწილე მეომრების სია რუსებს?
და მისცეს შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყანაში გაენადგურებინათ ჩვენი გმირები”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.