პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებთან

28.03.25 14:51
პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებთან

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარკო მიკელსონთან და კომიტეტის წევრებთან შეხევდრა გამართა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთში იმყოფება.

სალომე ზუტრაბიშვილი ასევე შეხვდა ანალიტიკოსებსაც.

განვიხილეთ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი, მიმდინარე საპროტესტო აქციები და მისი დაძლევის გზები. მადლობელი ვართ საქართველოს ევროპული გზისადმი მათი ურყევი მხარდაჭერისთვის", - წერს ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში.