ივანიშვილის გუნდი გიორგი გახარიას სამართლებრივი პროცესის დაწყებას უანონსებს
ივანიშვილის გუნდი გიორგი გახარიას და მის გუნდს სამართლებრივი პროცესის დაწყებას უანონსებს.
ღრმად ვარ დარწმუნებულები, რომ ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ მათაც მოუწიოთ, რომ გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
რა მიმართულებით შეიძლება დაისვას კითხვები პარტია "საქართველოსთვის" მისამართით, ამას "ოცნებაში" ჯერ ვერ ამბობენ, აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ გიორგი გახარია "სახელმწიფოს ჰარმონიულ ცხოვრებაში ხელს უშლით".
ბატონი გახარიას განცხადებები ვიხილეთ, მისი პარტიის განცხადებები, რომ არ წარმოვადგენენ "ნაციონალურ მოძრაობას" და რა ვიცი, ერთ მაგიდასთან სხედან და ერთად აყალიბებენ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ბატონ გახარიას ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ ოთხ მუნიციპალიტეტში აქვს შექმნილი კოალიცია "ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. მეტი პარტნიორობა, რა უნდა იყოს. კიდევ, ბატონი გახარია, რომელიც გადადგა იმის გამო, რომ არ დაეჭირა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომელიც ასევე მათ დღის წესრიგით მოქმედებს, რომელიც ასევე ხელს გვიშლის სახელმწიფოს ჰარმონიულ ცხოვრებაში, რომელიც ასევე ატყუებს თავის ამომრჩეველს, რომ გაყალბდა არჩევნები, რომელიც ასევე აგზავნის დანარჩენ სამ პარტიასთან ერთად "დანოსს" ბრიუსელში. ღრმად ვარ დარწმუნებულები, რომ ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ მათაც მოუწიოთ, რომ გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად", - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
"ქართული ოცნება" თეა წულუკიანის კომისიას უფლებამოსილებას უზრდის. თუ აქამდე ოლიგარქის პარტიაში ამბობდნენ, რომ მათი მიზანი წინა ხელისუფლების საქმიანობის შესწავლა იყო, ახლა გადაწყვტიეს, რომ პარტიების საქმიანობა 2012 წლის შემდგომი პერიოდიდანაც შეისწავლონ.