"ძლიერი საქართველო" სამტრედიაში - კოალიციის წარმომადგენლებმა განადგურებული სასათბურე მეურნეობა მოინახულეს
"ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლები სამტრედიაში იმყოფებიან. ქეთი თურაზაშვილმა და გივი ჯულაყიძემ განადგურებული სასათბურე მეურნეობა მოინახულეს. ათი წლის წინ “იმერეთი გრი-ნერი” რეგიონში ერთადერთი მაღალტექნოლოგიური საწარმო და რაიონში ადგილობრივთა დასაქმების წყარო იყო, თუმცა დღეს ეს ადგილი სრულიად მიტოვებული და დანგრეულია.
2014 წლიდან მეურნეობაში 100-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა უმეტესობაც დღეს უმუშევარია ან ემიგრაციაშია წასული. მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა მამუკა ხაზარაძემ ჰოლანდიელების დახმარებით ააშენა.
ხშირად, "ქართული ოცნება" ტრაბახობს, რომ მისი ეპირებაო ბიზნესი ასი ხელშეუხებელი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის სიცრუე. როდესაც ეს ადგილი იყო საქმიანი ადამიანების ხელში აქ იყო აყვავებული მაღალტექნოლოგიური სასათბურე ტექნოლოგია და აქ მუშაობენ ადამიანები", - ამბობს ქეთი თურაზაშვილი.