რეჟიმი პუტინის გზას დაადგა - "ოცნება" ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად ემზადება

28.03.25 21:24
რეჟიმი პუტინის გზას დაადგა - "ოცნება" ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად ემზადება

ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად ემზადება. "ქართული ოცნების" გეგმით, შემოდგომას ქვეყანა ოპოზიციის თავისუფალი მედიის და სამოქალაქო სექტორის გარეშე უნდა შეხვდეს. როდესაც რეპრესიებმა შედეგი ვერ გამოიღო და საქართველოში ყველა ვერ გააჩუმეს, აკრძალვა "ქართული ოცნების" უკანასკნელ იმედად რჩება. კობახიძე მდინარაძის დაჯგუფება ამბობს, რომ უკვე იცის ,რა გზით აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებს. 

ბიძინა ივანიშვილის პუტინის გაკვალულ გზებზე დადის. 2012 წელს რუსეთში ძლიერი ოპოზიცია და მედია იყო, კანდიდატადად კენჭს ნავალნი იყრიდა და ქუჩაში ხალხი მილიონიან მარშებზე გადიოდა. 2014 წლიდან ყველაფერი მოგუდეს. იგივე ხდებოდა ბელორუსში, სადაც ოპოზიცია აკრძალეს, ვინც გაუძალიანდა - დააკავეს.

საქართველოში ოპოზციის აკრძალვის ინიციტივა პირველად მამუკა მდინარაძემ გაახმოვანა და ის უკვე იქცა რუსული მედიის ტრენდად. რუსული წესების გადმოტანისთვის რუსი პროპაგადისთვის მარგარიტა სიმონიანის რჩეული პოლიტიკოსი მოსკოვიდან ისევ შეაქეს. 

ვისი აკრძალვა იგეგმება საქართველოში? დასახელებულია ერთ პარტია - "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელეტირები. ვის გულისხმობს "ქართული ოცნება" სატელიტებში, არ განმარტავს. ოპოზიციის აკრძალვის ინიციტივა იმდენად ბუნდოვანია, შესაძლოა, შეეხოს ნებისმიერ პარტიას, რომლის შემდგენლობაში "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება, "ნაციონალური მოძრაობის" ერთი წევრი მოძებნოს.  

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.