ქართველ ხალხს ურყევი მხარდაჭერა გადმოგცათ- ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

28.03.25 18:51
ქართველ ხალხს ურყევი მხარდაჭერა გადმოგცათ- ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა.

ინფორმაციას თავად ზურაბიშვილი ავრცელებს და კარისთან ერთობლივ ფოტოს სოციალურ პლატფორმა X -ზე აქვეყნებს.

შევხვდი ალარ კარისს. მან გადმოგცეთ თქვენ, ქართველ ხალხს, მისი ურყევი მხარდაჭერა თქვენს გადამწყვეტ ბრძოლაში ჩვენი ევროპული მომავლისთვის", - წერს ზურაბიშვილი.